ახალი ამბები

პრეზიდენტი: კონსტიტუციაში ევროატლატიკური სივრცის შესახებ რამის ჩაწერა არ იქნება ადეკვატური ნაბიჯი

20 აპრილი, 2017 • 2605
პრეზიდენტი: კონსტიტუციაში ევროატლატიკური სივრცის შესახებ რამის ჩაწერა არ იქნება ადეკვატური ნაბიჯი

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს, 20 აპრილს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრა. ერთ-ერთი სტუდენტი პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდა, უნდა იყოს თუ არა კონსტიტუციაში ჩანაწერი ევროატლანტიკური სივრცის შესახებ.

„როგორც პრეზიდენტი, მუდმივად აქტიურად ვიყავი ჩართული ჩვენი ევროატლანტიკური კავშირის გაღრმავებაზე და ჩვენს მისწრფებაზე ნატოსკენ, თუმცა გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცის შესახებ რამის ჩაწერა არ იქნება ადეკვატური ნაბიჯი,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, ქართველი ხალხის მისწრაფებაა გარანტი და არა კონსტიტუციაში ჩანაწერი საერთაშორისო კავშირებსა და ალიანსებში წევრობის შესახებ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროატლანტიკური სივრცის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში მოხვდა.

“ქართველი ხალხის მისწრაფება არის მთავარი გარანტი და არა ის ჩანაწერი. მით უმეტეს, ეს ჩანაწერი არის გარდამავალ დებულებებში. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ჩანაწერი პოლიტიკური შეთანხმების შედეგია… შეიძლებოდა მაშინ ჩაგვეწერა ისიც, რომ უნდა ვიყოთ, მაგალითად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროკავშირის, გაეროს წევრი… ამის ჩაწერა, მიუხედავად იმისა, რომ ერთგული გამტარებელი ვარ ამ იდეების, კონსტიტუციაში არ მიმაჩნია სწორი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი