ახალი ამბები

ვენესუელაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე სამი ადამიანი მოკლეს [ფოტო]

20 აპრილი, 2017 • 2689
ვენესუელაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე სამი ადამიანი მოკლეს [ფოტო]

BBC-ის ინფორმაციით, ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამი ადამიანი მოკლეს. საპროტესტო აქციები გაიმართა როგორც დედაქალაქ კარაკასში, ასევე, სხვა ქალაქებში.

როიტერის ინფორმაციით, მოკლულთა შორის ორი სტუდენტია, მესამე კი – ეროვნული გვარდიის სერჟანტი.

ათობით ათასი ადამიანი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასა და დაკავებული ოპოზიციონერების ციხიდან განთავისუფლებას ითხოვს. პრეზიდენტმა მადურომ ოპოზიცია პოლიციაზე თავდასხმასა და მაღაზიების გაძარცვაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, დაკავებულია 30-ზე მეტი პირი.

ოპოზიციის დემონსტრაციის საწინააღმდეგოდ კარაკასში გაიმართა მთავრობის მომხრეთა აქციაც. ამავდრიულად, ოპოზიციის ლიდერმა, ენრიკე კაპრილესმა ხუთშაბათს ოპოზიციის მასობრივი აქცია დააანონსა.

მიუხედავად იმისა, რომ ვენესუელას ნავთობის უდიდესი მარაგი აქვს, რამდენიმე წელია, ქვეყანა ინფლაციასა და გავრცელებულ კრიმინალს ებრძვის და ბაზისური საქონლის დეფიციტს განიცდის.

საპროტესტო აქციის მონაწილეს "მოლოტოვის კოქტეილი" უჭირავს ხელში. ფოტო: EPA/MIGUEL GUTIERREZ 19.04.2017

საპროტესტო აქციის მონაწილეს “მოლოტოვის კოქტეილი” უჭირავს ხელში.
ფოტო: EPA/MIGUEL GUTIERREZ 19.04.2017

დემონსტრანტების შეტაკება პოლიციასთან. ვენესუელა, კარაკასი. ფოტო: EPA/MIGUEL GUTIERREZ 19.04.2017

პოლიცია აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებს. ფოტო: EPA/MIGUEL GUTIERREZ 19.04.2017

პოლიცია აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებს. ფოტო: EPA/MIGUEL GUTIERREZ 19.04.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი