ახალი ამბები

13 400 კომპიუტერი საჯარო უწყებებისთვის – ტენდერი

20 აპრილი, 2017 • 2905
13 400 კომპიუტერი საჯარო უწყებებისთვის – ტენდერი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საჯარო უწყებებისთვის კომპიუტერების შესასყიდად ტენდერი აქვს გამოცხადებული. ტენდერის მიხედვით, უნდა იყიდონ 13 400 კომპიუტერი, რომელთა საშუალო ფასი 1150 ლარიდან 1300 ლარამდე მერყეობს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სულ ორი ტენდერი გამოცხადა. ერთი ტენდერით ყიდულობენ პერსონალურ მაგიდის კომპიუტერებს (დესკტოპი), ხოლო მეორე ტენდერით- ლეპტოპებს.

ორივე ტენდერში კომპანია “იუ ჯი თი”-მ გაიმარჯვა. რომელმაც 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო უწყებები კომპიუტერებით უნდა მოამარაგოს. იმის გამო, რომ კომპანიამ პერიოდულად უნდა უზრუნველყოს უწყებები კომპიუტერებით, თანხის სავარაუდო ოდენობა ცნობილია: დესკტოპებზე – 1137 ლარი, ლეპტოპებზე – 1259 ლარი და 99 თეთრი.

დესკტოპი

ამ ტენდერის პირობების მიხედვით, უნდა შეისყიდონ 7 900 პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი : სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი. დესკტოპის კომპლექტის შემადგენელი ელემენტები- სისტემური ბლოკი, მონიტორი, კლავიატურა, მაუსი-  ერთი და იმავე ბრენდის მიერ უნდა იყოს წარმოებული, თანაც ისეთის, რომლის პროდუქციაც მსოფლიო ბაზარზე მინიმუმ 10 წლის განმავლობაში იყიდება.

გასული წლის დეკემბერში ტენდერში კომპანია “იუ ჯი თი”-მ გაიმარჯვა, რომელშიც მხოლოდ თვითონ მონაწილეობდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა 1150 ლარი, კომპანიამ კი კომპიუტერებით მომარაგება 1137 ლარად შესთავაზა და აღნიშნული კომპიუტერები 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.

[blue_box]ლეპტოპები[/blue_box]

ამ ტენდერის მიხედვით, უნდა შეიძინონ 5500 ლეპტოპი. ამ ტენდერშიც კომპანია “იუ ჯი თი”-მ  გაიმარჯვა. ტენდერში ასევე მონაწილეობდა კომპანია “ალტა”, რომლის პროდუქცია  1 თეთრით უფრო ძვირი ღირდა. “იუ ჯი თი”-ს მიერ შეთავაზებით კომპიუტერების ფასი 1259 ლარი და 99 თეთრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი