ახალი ამბები

2 145 დოლარად ღირებული ბალენსიაგას ჩანთა, რომელიც ძალიან ჰგავს იკეას 99-ცენტიან ჩანთებს

20 აპრილი, 2017 • 7821
2 145 დოლარად ღირებული ბალენსიაგას ჩანთა, რომელიც ძალიან ჰგავს იკეას 99-ცენტიან ჩანთებს

მოდის სახლი “ბალენსიაგა” 2 145 დოლარად ყიდის ჩანთას, რომელიც ჰგავს ავეჯის ცნობილი ბრენდის, “იკეას” ლურჯ ჩანთას. იკეას ჩანთა მხოლოდ 99 ცენტი ღირს.

BBC-ს ცნობით, მიუხედავად ჩანთების გარეგნული მსგავსებისა, “იკეას” ჩანთა პლასტმასისგან არის დამზადებული, “ბალენსიაგა” – ტყავისგან. ასევე, “ბალენსიაგას” ჩანთაზე ვერ ნახავთ “იკეას” ლოგოს.

ამ მსგავსებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს “იკეაში”. როგორც მათ “ვოგთან” საუბრისას განაცხადეს, ნაწყენი სულაც არ არიან, რომ 99-ცენტიანი ლურჯი ჩანთის კონცეფცია ხელახლა გამოიყენეს.

“ვერაფერი შეედრება დიდი ლურჯი ჩანთის მრავალფეროვნებას,”- განაცხადეს იკეაში. “ვოგის” ინფორმაციითვე, ამ მსგავსებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ “ბალენსიაგაში”.

2015 წლიდან დღემდე “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი წარმოშობით ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

“ვინმემ შეაჩერეთ დემნა. გთხოვთ.” – წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

კიდევ ერთი მომხმარებელი წერს, რომ აპირებს, საკუჭნაოში მოძებნოს იკეას ჩანთები, რომელიც 20-ზე მეტი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი