ახალი ამბები

სამსახურში ველოსიპედით სიარულს კიბოსა და გულის დაავადების რისკის შემცირება შეუძლია – კვლევა

20 აპრილი, 2017 • 2716
სამსახურში ველოსიპედით სიარულს კიბოსა და გულის დაავადების რისკის შემცირება შეუძლია – კვლევა

სამსახურში ველოსიპედით რეგულარულმა სიარულმა, შესაძლოა, კიბოს და გულის დაავადებების რისკი შეამციროს. BBC-ის ცნობით, ამ დასკვნამდე სამეცნიერო ჯგუფი 5-წლიანი კვლევის შედეგად მივიდა, რომლის ფარგლებშიც 250 000 მგზავრს აკვირდებოდნენ დიდი ბრიტანეთის მასშტაბით,

 

კვლევის განმავლობაში სამეცნიერო ჯგუფი “აქტიურ” მზაგვრებს იმ ადამიანებს ადარებდნენ, რომლებიც ძირითადად სტატიკურ მდგომარეობაში მგზავრობენ, მაგალითად, ავტომობილში ან საზოგადოებირვ ტრანსპორტში.

ჯამში, კვლევაში მონაწილეთაგან 2430 ადამიანი დაიღუპა, 3748-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო 1110 – ს, გულის პრობლემების. თუმცა, კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ ველოსიპედით რეგულარული სიარული კიბოს რისკს 45%-ით, გულის დაავადების რისკს 46%-ით, ხოლო სხვა მიზეზისაგანდაღუპვის რისკს 41%-ით ამცირებს.

კვლევის მიხედვით, ველომოყვარულები ველოსიპედით კვირაში დაახლოებით 48 კილომეტრს ფარავენ. რაც უფრო იზრდება ველოსიპედით დაფარული მანძილი, მცირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკიც.

 

ფეხით სიარული ასევე ამცირებს გულის დაავადებებს, თუმცა, ძირითადად იმ ადამიანებისათვის, ვინც ფეხით კვირაში მინიმუმ 9 კილომეტრს მაინც გაივლის.

BBC-ის სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

კვლევას სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი