ახალი ამბები

ვლადიმერ ბედუკაძე 2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20 იანვარი, 2013 • • 1003
ვლადიმერ ბედუკაძე  2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

“უპირველეს ყოვლისა მადლობა საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. ვინც მომცა საშუალება, დავბრუნებულიყავი საქართველოში, მე მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ნათელი მოვფინო ყველა იმ ჭორს, რაც ვრცელდებოდა. ბრალს მე არ ვაღიარებ და ეს საამართლო პროცესზე განმარტა ჩემმა ადვოკატება. მე მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამინს, ვისაც ჩემი ჯეროდა და ჩემთან ერთად იბრძოდა. ყოველთვის გვერდში ვედგები ყველა იმ პატიმარს და მსჯავრდებულს, ვისაც უჭირს დღეს ციხეში და  თავის თავზე აქვს გადატანილი ეს უბედურება”.– განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ. 

 

შეგახსენებთ, რომ ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე 18 იანვარს, გვიან ღამით აეროპორტში ჩამოფრენისთანავე დააკავეს.

 

ბედუკაძეს დაუსწრებლად წაყენებული ბრალი გააცნეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ გლდანის მე–8 საპყრობილეში გადაიყვანეს. ვლადიმერ ბედუკაძის უფლებებს ადვოკატები ლალი აფციაური და ელზა ჯმუხაძე იცავენ. ბედუკაძე აეროპორტში ღამის 1 საათზე ჩამოფრინდა.

შეგახსენებთ, რომ გლდანის #8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მას ბრალად ედებათ ადამიანების წამება. ბედუკაძეზე, რომელიც ბელგიაში იმყოფებოდა, ძებნა ინტერპოლის ცირკულარით იყო გამოცხადებული, 16 იანვარს მასზე ძებნა შეწყდა. ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ სწორედ მან გადაიღო გლდანის ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც საქართველოში 18 სექტემბერს გავრცელდა. მისივე თქმით, პატიმრების წამება ყოფილი შს მინისტრის – ბაჩო ახალაიას უშუალო მითითებით ხორციელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი