აიკრძალოს წინასაარჩევნოდ რუსული ინტერესების აგიტაცია – TI-ის საკანონმდებლო წინადადება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) განცხადებით, პარლამენტში წარადგენენ საკანონდებლო წინადადებას, რომლის ძირითადი მიზანია, აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის ან ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

ამის შესახებ ორგანოზაციაში განცხადება დღეს, 20 აპრილს გააკეთეს.

კანონპროექტის თანახმად, მიზნად ისახავენ საკანონდებლო ხარვეზის გამოსწორებას, რომლის თანახმადაც, არ იკრძალება რეკლამა, თუ არ არსებობს ომისა და ძალადობის პირდაპირი მოწოდება. ხოლო საარჩევნო კოდექსით შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ წინასაარჩევნო პროგრამა და არა აგიტაცია.

“აღნიშნული ნორმის მიზანია რუსეთის მიერ გამოყენებული პირდაპირი და ირიბი გავლენის მეთოდების ნეიტრალიზება, რომლის მეშვეობითაც რუსეთი ცდილობს შეცვალოს ქვეყნის განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე,”- აცხადებს TI.

მათივე განცხადებით, კანონპროექტი მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც ევროკავშირისთვისაც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.

საკანონდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება შედის რამდენიმე კანონში: „მაუწყებლობის შესახებ“, „საარჩევნო კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი