ახალი ამბები

ირმა ნადირაშვილის თქმით, თეა წულუკიანის ქმარი სუს-ში დაასაქმეს

19 აპრილი, 2017 • 5306
ირმა ნადირაშვილის თქმით,  თეა წულუკიანის ქმარი სუს-ში დაასაქმეს

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი  ნუგზარ კაკულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაასაქმეს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ნუგზარ კაკულია იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა, ხოლო ქორწინების შემდეგ სუს-ში დაასაქმეს:

“მე ამაზე ინფორმაცია მქონდა. პარლამენტის სხდომაზე ვახტანგ გომელაურს კითხვა დავუსვი და მან თქვა, რომ კაკულია არის კვალიფიციური კადრი და სამსახურში აიყვანეს. მე ვთვლი, რომ მთავრობამ იზრუნა წულუკიანის მეუღლის დასაქმებაზე. სხვას რომ სამსახური დაეკარგა, არ მგონია, მისთვის სამსახური გამოენახათ,” – განაცხადა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილმა ვახტანგ გომელაურს კითხვა პარლამენტის დახურულ სხდომაზე დაუსვა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშს ისმენენ. შესაბამისად, “ნეტგაზეთი” შეეცადა, ეს ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გადაემოწმებინა:

“ნუგზარ კაკულია სუს-ში არ დასაქმებულა. როგოც ჩემთვის ცნობილია, ის ამ სამსახურში მუშაობდა,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი