ახალი ამბები

78 მილიონი ლიტრი საწვავი საჯარო უწყებების ავტომობილებისთვის – ტენდერი

19 აპრილი, 2017 • 8937
78 მილიონი ლიტრი საწვავი საჯარო უწყებების ავტომობილებისთვის – ტენდერი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, ბიუჯეტის ფულით საჯარო უწყებებისთვის საშუალოდ 78 013 800 ლიტრ საწვავს შეიძენენ.

საწვავის შესაძენად გამოცხადებულ 8 ტენდერში სამმა კომპანიამ: სოკარმა, ვისოლმა და რომპეტროლმა გაიმარჯვეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ლიტრი საწვავის ფასი სპეციალური ფორმულით გამოითვლება, რომელიც ყოველთვე იცვლება.

სატენდერო პირობების თანახმად, საწვავი უნდა შეიძინონ ეტაპობრივად. 2017 წლის 1 მარტიდან, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

გამოცხადებული ტენდერები:

ბენზინი სუპერი, ოქტანობა არანაკლებ 98

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია მონაწილეობდა და მან გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, საორიენტაციო  მოცულობაა 350 800 ლიტრი. შეთავაზებული ფასი 2016 წლის დეკემბერში იყო 1.72 ლარი.

2017 წლის იანვრის თვეში საანგარიშსწორებო ფასი იყო 1.72 ლარი, თებერვლის თვეში – 2.27 ლარი იყო.

[blue_box]ბენზინი პრემიუმი – ოქტანობა არანაკლებ 95 [/blue_box]

ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “რომპეტროლმა.” მან 2017 წლის განმავლობაში საშუალოდ, 31 782 700 ლიტრი უნდა მიაწოდოს საჯარო უწყებებს. ტენდერის პერიოდში შეთავაზებული ფასი  იყო  1.48 ლარი, ხოლო მარტის თვის საანგარიშსწორებო ფასიმარტში – 2. 01 ლარი

[yellow_box]ბენზინი ევრორეგულარი-ოქტანობა არანაკლებ 92[/yellow_box]

ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “რომპეტროლმა”. სახელმწიფოს უნდა შეისყიდოს 3 970 000 ლიტრი.

თავდაპირველად, კომპანიამ შესთავაზა 1.41 ლარი, ხოლო შემდეგ თვეებში გაიზარდა მიმდინარე საანგარიშსწორებო ფასია – 1.93 ლარი.

[yellow_box] ბენზინი ევრორეგულარი, ოქტანობა არანაკლებ 92. გატანა ნავთობბაზიდან[/yellow_box]

ტენდერში გაიმარჯვა რომპეტროლმა. ტენდერის პირობების მიხედვით, 690 000 ლიტრს ყიდულობს სახელმწფო. ტენდერის მიმდინარეობისას კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი იყო 1.39 ლარი. მარტის თვის საანგარიშსწორებო ფასია 1.91 ლარი.

[red_box]ევროდიზელი არაუმეტეს 10 PPM, გატანა ავტოგასამართი სადგურიდან[/red_box]

ტენდერს პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ რომპეტროლმა უნდა მოამარაგოს საშუალოდ 19 890 300 ლიტრი საწვავით. შეთავაზებული ფასი იყო 1.43 ლარი. მიმდინარე საანგარიშსწორებო ფასია 1.99 ლარი.

[gray_box]დიზელი არაუმეტეს 10 PPM, გატანა ნავთობბაზიდან სითხის სახით[/gray_box]

სატენდერო პირობების თანახმად, საწვავის საორიენტაციო მოცულობაა 8 200 000 ლარი. ტენდერში გაიმარჯვა რომპეტროლმა. შეთავაზებული ფასი იყო 1.39 ლარი, ხოლო მიმდინარე საანგარიშსწორებო ფასია 1.92 ლარი.

[blue_box]დიზელი არაუმეტეს 150 PPM – გატანა ავტოგასამართი სადგურიდან[/blue_box]

ტენდერში, რომელშიც სოკარმა გაიმარჯვა, უნდა მოამარაგონ საშუალოდ 2 130 000 ლიტრი საწვავით. შეთავაზებული ფასი იყო 1.43 ლარი, ხოლო მიმდინარე ფასია 1.93 ლარი.

დიზელი, არაუმეტეს 150 PPM, გატანა ნავთობბაზიდან სითხის სახით

ამ ტენდერშიც სოკარმა გაიმარჯვა. პირობების მიხედვით, მოსამარაგებელი საწვავის ოდენობაა 11 000 000 ლიტრი. მიმდინარე საანგარიშსწორებო ფასია  1.92 ლარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი