ახალი ამბები

15 პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს

19 აპრილი, 2017 • 1970
15 პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს

დღეს, 19 აპრილს, 15 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის საკოორდინაციო საბჭომ განაცხადა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებენ საკონსტიტუციო კომისიას.

ამ 15 პარტიიდან, ვინც კომისიას ბოიკოტს უცხადებს, 5 პარტიას ჰყავს წევრები საკონსტიტუციო კომისიაში: “თავისუფალ დემოკრატებს”, “დემოკრატიულ მოძრაობას”, “პატრიოტთა ალიანსს”, “ლეიბორისტებს” და “სახელმწიფო ხალხისთვის”. პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა ნიკა მაჭუტაძემ კომისია რამდენიმე დღის წინ დატოვა, ასევე, უკვე გავიდა კომისიიდან “დემოკრატიული მოძრაობა”. საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, სხვა წევრებიც გეგმავენ კომისიის დატოვებას.

“ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ კომისიის უმრავლესობამ საკოორდინაციო საბჭოს შენიშვნები არ გაითვალისწინა.

“კომისია აპირებს, იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს უყაროს კენჭი, რომლის ავტორი არის მხოლოდ “ქართული ოცნება”,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, მათთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, კერძოდ, გაუნაწილებელი მანდატების მინიჭება გამარჯვებული პარტიისთვის, ასევე, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი.

ირმა ინაშვილის თქმით, ისინი დღეს ტოვებენ საკონსტიტუციო კომისიას და არც შიმშილობის აქციის დაწყებას გამორიცხავენ.

15 პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს

15 პარტია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს უცხადებს

მასალების გადაბეჭდვის წესი