ახალი ამბები

ზიდანი: კრისტიანოს გოლი შესაძლოა თამაშგარე იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის

19 აპრილი, 2017 • 3389
ზიდანი: კრისტიანოს გოლი შესაძლოა თამაშგარე იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის

“მე არ შევდივარ დისკუსიაში, [მსაჯის] გადაწყვეტილებები სწორია თუ არასწორი”, – BBC-ის ცნობით, ეს განცხადება რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა მიუნხენის ბაიერნთან გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც მადრიდელებმა მოიგეს დამატებით დროში.

მატჩი ბაიერნმა 10 ფეხბურთელით დაასრულა, რადგან არბიტრმა მიუნხენის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არტურო ვიდალი გააძევა.

“ყველას თავისი აზრი აქვს: ზოგი იტყვის, რომ ვიდალისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინათ, ზოგი იტყვის, რომ მსაჯი შეცდა”, – განაცხადა ზიდანმა.

იგი ასევე გამოეხმაურა კრისტიანო რონალოდს მიერ გატანილ გოლს, რომელიც ქომაგების აზრით, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თამაშგარე მდგომარეობიდან, შესაბამისად, წესების დარღვევით გაიტანა:

“კრისტიანოს გოლი შესაძლოა თამაშგარე იყო, მაგრამ ეს არაფერს ცვლის”, –  თქვა ზიდანმა.

epa05914131 Real Madrid's players celebrate after scoring their second goal during the UEFA Champions League quarter final, second leg soccer match between Real Madrid and Bayern Munich at Santiago Bernabeu stadium in Madrid, Spain, 18 April 2017. EPA/ZIPI

რეალი გამარჯვებას ზეიმობს © EPA

“მეოთხედფინალში უკეთესმა არბიტრმა უნდა იმსაჯოს ან უკვე ვიდეო-რეფერის დანერგვის დრო მოვიდა, რასაც უეფაც ცდილობს, რადგან შეცდომები ძალიან ბევრია”, –  ეს განცხადება მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა, რომლის გუნდიც დღეს ბერნაბეუზე რეალთან დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოემშვიდობა.

ფეხბურთის არაერთი ქომაგის აზრით, მსაჯმა მატჩში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მიუნხენიდან მადრიდში ჩასული ბაიერნის ქომაგები ბერნაბეუზე პოლიციასაც დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე მოხდა © EPA/ZIPI

დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე მოხდა © EPA/ZIPI

მასალების გადაბეჭდვის წესი