ახალი ამბები

გამოუცხადებს თუ არა ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს

18 აპრილი, 2017 • 1821
გამოუცხადებს თუ არა ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს

გამოუცხადებს თუ არა ოპოზიცია საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტს? ამის შესახებ კომისიაში შემავალი პარტიების ლიდერები განცხადებას ხვალ გააკეთებენ. როგორც ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში ამბობს, კომისიაში ოპოზიციის წევრებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პოზიციებს დღეს, საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ შეაჯერებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ კონსენსუსი ვერ შედგება – ოპოზიცია კომისიის დატოვებას გეგმავს:

“ჯერჯერობით, როგორც ხედავთ, ევროპული საქართველო სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს. დასაზუსტებელია მთელი რიგი მუხლები, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ  ვინაიდან ვერ ხერხდება პრინციპულ საკითხებზე შეჯერება, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესთან,  ჩვენ დაწყებული გვაქვს კონსულტაციები მთელ პოლიტიკურ სპექტრთან, ასევე არასამთავორო სექტორთან, და ხვალ დავაფიქსირებთ ჩვენს შეჯერებულ პოზიციას “, – ამბოვს ტუღუში.

სხდომის დაწყებამდე დიმიტრი ლორთქიფანიძემაც ისაუბრა კომისიის შესაძლო დატოვების შესახებ. როგორც “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ამბობს, დღეს ოპოზიცია ხელისუფლებისგან საბოლოო პოზიციას მოისმენს:

“დღევანდელ დღეს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი საბოლოო ხედვა, რომლის განხილვის შემდეგაც, ჩვენ დღესვე გავაკეთებთ განცხადებას და ხვალვე გვექნება ბრიფინგი, რათა საზოგადოებას განვუმარტოთ დეტალურად, თუ რა არის მიზეზი პოლიტიკური ბოიკოტისა” – ამბობს ლორთქიფანიძე.

კომისიის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ გეგმავენ  დამოუკიდებელი ექსპერტები და არასამთავრობო სექტორი. ლაშა ტუღუშის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პოზიციები ვერ შეჯერდება, კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარ მოდელს შესთავაზებენ:

“ჩვენ, ცხადია, ყველაფერს არ ვიზიარებთ და არის ძალიან პრინციპული საკითხები, რომელთან მიმართებით გვაქვს განსხვავებული შეხედულებები. ვიდრე კომისია საბოლოო ვერსიას წარმოადგენს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევიმუშავებთ ალტერნატიულ წინადადებას. ეს წინადადებები ეხება, მაგალითად, საარჩევნო სისტემას, რომელიც, ვფიქრობთ, საკმაოდ პრობლემურა, რადგან ძალიან სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს ძალაუფლების კონცენტრაციის და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ კომპრომისს. ასევე, პრეზიდენტის უფლებამოსილების თემაც, ეს ეხება ორმაგი მოქალაქეობის თემას, სასამართლოს დაკომპლექტების საკითხებს და ა.შ.” – ამბობს ტუღუში.

ეკა ბესელიას თქმით, უმრავლესობა მზადაა, ყველა პოზიცია მოისმინოს, თუმცა ყველა მათგანს ვერ გაითვალისწინებს:

“მე ვერ ვხედავ ასეთ სურათს, რომ მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები უჭერდნენ მხარს ან საარჩევნო მოდელს, ან საპარლამენტო ძლიერ მოდელს, რომლის ფარგლებშიც ვხედავთ ჩვენ უფლებამოსილების განაწილებას. ჯერჯერობით პროცესი როგორც მიდის, ბევრი მოსაზრება იყო გაზიარებული ჩვენი ოპონენტებისა თუ სხვადასხვა ექსპერტის მიერ. ჯერ კიდევ არის დრო კენჭისყრამდე. არაფერი გამოვრიცხოთ. თუმცა, ბუნებრივია, უმრავლესობას პარლამენტში ექნება თავის ხედვა” – ამბობს ბესელია

როგორც ეკა ბესელია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია კომისიას დატოვებს, ამით დოკუმენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება:

მასალების გადაბეჭდვის წესი