ახალი ამბები

საქართველოში მყოფი თურქების უმეტესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

18 აპრილი, 2017 • 2061
საქართველოში მყოფი თურქების უმეტესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა

საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმეტესობამ რეფერენდუმში თურქეთის პრეზიდენტისათვის უფლებამოისლებების გაზრდას მხარი არ დაუჭირა. შესაბამის ინფორმაციას www.yenisafak.com ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო ანადოლუზე დაყრდნობით.

საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების 59.3%-მა (416 ბიულეტინი) ხმა პრეზიდენტისათვის უფლებამოსილებების გაზრდის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 40.7-მა პროცენტმა (285 ხმა) შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

საქართველოში თურქეთის მოქალაქეებისათვის ორი უბანი იყო გახსნილი- თბილისში, თურქეთის საელჩოში და ბათუმში გენერალურ საკონსულოში. საქართველოში აქტივობა 39.7%-ს შეადგენდა.

16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48% კი წინააღმდეგ წავიდა.

თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მონაწილეთა უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი