18 აპრილი

ანონსი: 18 აპრილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ქართული ჭიდაობაში შეჯიბრი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია სპორტული კლუბი „ბლექ თაიგერი“, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.


 

10:00 გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართება.
თბილისი, პარლამენტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


 

11:30 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


 

12:00 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პარლამენტი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312


 

13:00 პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


 

14:00 2017 წლის 20 აპრილიდან 25 მაისამდე რიგით მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გაიმართება. კულტურის სამინისტროში ჩატარდება პრესკონფერენცია.


 

14:00 მედიის განვითარების ფონდი (MDF) და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) გიწვევთ ანგარიშის ანტიდასავლური პროპაგანდა 2016 პრეზენტაციაზე.

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი

2/1 შ. დადიანის ქ. თბილისი


15:00 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის – ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)


16:00 ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური „მოძრაობა „თბილისი მერიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.


17:00 პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, დედა ენის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დედაენის კვირეულს მართავს.
ღონისძიებების განრიგი :

მარნეული – 12:30 მარნეულის რეგიონული სასწავლო ცენტრი, რუსთაველის ქუჩა №100, კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია
ბოლნისი – 14:30 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სულხან საბა ორბელიანის ქ. №106
დმანისი – 15:00 დმანისის რეგიონული სასწავლო ცენტრი, თავისუფლების ხეივანი №1

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com