შსს: პარლამენტარ ვასილ დავითაშვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

პოლიციის ცნობით, პარლამენტის ყოფილი წევრის, ვასილ დავითაშვილი, დაჭრაში ბრალდებული სოფელ კისისხევში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ხოლო მაკაროვის ფირმის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას.

პოლიციის ცნობით, აღნიშნული დანაშაულის მიზეზი ყოფით ნიადაგზე მომხდარი დავაა.

ვასილ დავითაშვილი 2011 წელს თელავის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com