საქართველოს პარლამენტი 23.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს ესროლეს

დღეს, 17 აპრილს, პარლამენტის ყოფილ წევრს, ვასილ დავითაშვილს თელავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ვასილ დავითაშვილი

ვასილ დავითაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებას.

შსს-ს ცნობითვე, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს ბრალდებულის დასაკავებლად. პოლიციის ცნობით, აღნიშნული დანაშაულის მიზეზი ყოფით ნიადაგზე მომხდარი დავაა.

ვასილ დავითაშვილი 2011 წელს თელავის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com