ახალი ამბები

თურქეთის ოპოზიცია რეფერენდუმის ხმების 60%-ის ხელახლა დათვლას მოითხოვს

17 აპრილი, 2017 • 2120
თურქეთის ოპოზიცია რეფერენდუმის ხმების 60%-ის ხელახლა დათვლას მოითხოვს

რეფერენდუმის შედეგი, რომლის მიხედვითაც, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკად გარდაიქმნება, ლეგიტიმურია, – ასე გამოეხმაურა თურქეთის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებას, რომ ხმის მიცემის დროს იყო დარღვევები.

BBC-ის ცნობით, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა რეფერენდუმს და მოითხოვს, რომ ხმების 60% ხელახლა დაითვალონ. პარტიის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგი გაყალბდა იმის გამო, რომ უბეჭდო ბიულეტენები საარჩევნო კომისიამ ვალიდურად მიიჩნია.

რეფერენდუმი თურქეთში

რეფერენდუმი თურქეთში

სადი გუვენმა, საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ საარჩევნო კომისია უბეჭდო ბიულეტენებს იყენებს და მსგავსი პროცედურით წინა არჩევნებიც ჩატარებულა.

თურქეთის სამ უდიეეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მონაწილეთა უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

CNN-ის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტი გახდება აღმასრულებელი ძალაუფლების მქონე, პრემიერმინისტრის თანამდებობა კი გაუქმდება. პრეზიდენტი დანიშნავს მინისტრთა კაბინეტს და ვიცეპრეზიდენტებს. ასევე პრეზიდენტს მიეცემა საშუალეა, რომ უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 5 დანიშნოს. ამ ცვლილებეის შედეგად, თეორიულად, ერდოღანს ექნება შესაძლებლობა, 2029 წლამდე დარჩეს კაბინეტში.

გუშინ, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48% კი წინააღმდეგ წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი