ახალი ამბები

204 200 ვიზიტორი და 6 მუნიციპალური საზოგადოებრივი საპირფარეშო თბილისში

17 აპრილი, 2017 • 8825
204 200 ვიზიტორი და 6 მუნიციპალური საზოგადოებრივი საპირფარეშო თბილისში

საქართველოს მთავრობა მეექსმილიონე ტურისტს პატივით შეხვდა, თბილისში კი მხოლოდ 6 მუნიციპალური საზოგადოებრივი ტუალეტია. მათი უმრავლესობა პარკებში მდებარეობს.

აღნიშნულ ტუალეტებს ყოველდღიურად თბილისის მერიის კუთვნილი კომპანია  “თბილსერვის ჯგუფი” ასუფთავებს. ტუალეტები კომპანიას 2016 წლის 15 მაისს გადაეცა, მას შემდეგ, რაც მერიის კუთვნილი შპს-ები: „თბილსერვის ჯგუფი“, „უძრავი ქონება-თბილისის“,  „თბილისის პარკები“ და „სინათლის ქალაქი“ გაერთიანდა.

ვიზიტორები და ტუალეტები თბილისში

ვიზიტორები და ტუალეტები თბილისში

„თბილსერვის ჯგუფი“ ტუალეტების მოვლასთან ერთად თბილისის დაგვა-დასუფთავებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით:

[checklist]

  • 2016 წელს შიდა ტურიზმის მაჩვენებელი იყო – 877 000 ადამიანი
  • აქედან 23% – 204 200 ადამიანი ესტუმრა თბილისს.

[/checklist]

ამის გარდა, თბილისის მერიამ 2014 წლის 12 ივნისს შპს “ირკთან” და ი/მ მერაბ გულენდათან 2014 წლის 21 მაისს გააფორმა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, ტუალეტები უნდა მოწყობილიყო:

[checklist]

  • გმირთა მოედნის მიწიქვეშა გადასასვლელში არსებული და ახალი საპიფარეშოს მოწყობა
  • ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსიდან თბილისის მერიის შენობის მიმართულებით მიწისქვეშა გადასასვლელში ტუალეტის მოწყობა
  • შავთელის ქუჩაზე მიწისქვეშა გადსასვლელის ტუალეტის რეაბილიტაცია
  • ვაკის პარკის მიმდებარედ მიწისქვეშა გადასასვლელში ტუალეტის მოწყობა
  • ჭავჭავაძის გამზირზე, ტაბიძის ძეგლის მიმდებარად მიწისქვეშა გადსასვლელში ტუალეტიდ მოწყობა
  • ვაჟა ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე საპირფარეშოს მოწყობა
  • ლეონიძის და ტაბიძის ქუჩების დამაკავშირებელ მიწისქვეშა გადასასვლელში ტუალეტის მოწყობა

[/checklist]

მერიის ცნობით, ეს ხელშეკრულებები თბილისის მერიამ შეწყვიტა კონტრაქტორი კომპანიების მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების მოტივით. ორივე ხელშეკრულებისთვის მერია 155 674 ლარს იხდიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი