ახალი ამბები

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17 იანვარი, 2013 • 1115
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო  ღონისძიების შედეგად წარსულში  მრავალჯერ ნასამართლევი, გურჯაანის რაიონის სოფ. ახაშენში მცხოვრები დააკავეს.


როგორც შსს განმარტავს, 2013 წლის 16 იანვარს  გურჯაანი-ყვარელის საავტომობილო გზაზე დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბარგულიდან „აკს”-ის ტიპის  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი  და 129  საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  236-ე მუხლის  პირველი და მეორე ნაწილებით აღიძრა, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.  გამოძიებას  გურჯაანის პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს

მასალების გადაბეჭდვის წესი