ახალი ამბები

წინასწარი: თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს

17 აპრილი, 2017 • 6950
წინასწარი: თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს

თურქეთში რეფერენდუმის წინასწარი შედეგი, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო ცვლილებებს 51%-ზე მეტმა დუჭირა მხარი. პროტესტის ფონზე იზეიმეს.

სტამბოლის ქუჩებში აქციის მონაწილეები გამოვიდნენ და ხმაურიანი აქცია გამართეს.

BBC-ის ცნობით, მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ, განაცხადა, რომ უნდობლობას უცხადებს რეფერენდუმის შედეგს და ხმის მიცემის დროს არსებულ დარღვევებზე მიუთითებს. სახალხო რესპუბლიკური პარტია მოითხოვს, რომ ხმების 60% ხელახლა დაითვალონ.

წინასწარი მონაცემებით, თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“დღეს თურქეთმა ისტორიული არჩევანი გააკეთა. ხალხთან ერთად ხორცი შევასხით ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

CNN-ის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, პრეზიდენტი გახდება აღმასრულებელი ძალაუფლების მქონე, პრემიერმინისტრის თანამდებობა კი გაუქმდება. პრეზიდენტი დანიშნავს მინისტრთა კაბინეტს და ვიცეპრეზიდენტებს. ასევე პრეზიდენტს მიეცემა საშუალეა, რომ უზენაესი სასამართლოს 13 მოსამართლიდან 5 დანიშნოს. ამ ცვლილებეის შედეგად, თეორიულად, ერდოღანს ექნება შესაძლებლობა 2029 წლამდე დარჩეს კაბინეტში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი