ახალი ამბები

სირიაში აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

17 აპრილი, 2017 • 1735
სირიაში აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 126-მდე გაიზარდა

15 აპრილს სირიაში, იდლიბის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 126-მდე გაიზარდა, მათ შორის სულ მცირე 80 ბავშვია.

BBC-ის ცნობით, აფეთქება გზაზე, ავტობუსების კოლონასთან მოხდა, რომელსაც ალყაშემორტყმული დასახლებებიდან მოსახლეობა გადაჰყავდა. ადგილობრივი დამკვირვებლების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთერთ მანქანაში იყო დამონტაჟებული.

სირიაში ადამიანის უფლებათა ბრიტანული დამკვირვებლები აცხადებენ, რომ 109 ადამიანი მთავრობის გავლენის ქვეშ მყოფი დასახლების მცხოვრებლები იყვნენ, ასევე დაიღუპნენ მოხალისეები და აჯანყებულები.

BBC-ის ცნობითვე, გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ დამასკოს დაბომბვის შედეგად არასრულწლოვნები დაშავდნენ.

CNN-ის ცნობით, ავტობუსები აფეთქების დროს გაჩერებული იყვნენ. ავტობუსებს ათასობით ადამიანი გადაჰყავდათ აჯანყებულებით გარშემორტყმული სოფლებიდან. აფეთქებაზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი