ახალი ამბები

თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმში ერდოღანის მომხრეები ლიდერობენ

16 აპრილი, 2017 • 4337
თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმში ერდოღანის მომხრეები ლიდერობენ

თურქეთში დღეს, 16 აპრილს, გამართულ რეფერენდუმში, ამ დროის მონაცემებით [20:22 სთ.], პრეზიდენტის რეჯერ რაიპ ერდოღანის მომხრეები ლიდერობენ. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში არსებული მონაცემებით, 52,7% პროცენტი მხარს უჭერს პრეზიდენტის უფლებების გაზრდას. BBC-ის ინფორმაციით, დათვლილია ხმების 90%.

თუ რეფერენდუმი პრეზიდენტის გუნდის სასარგებლოდ დამთავრდება, მას მიეცემა საშუალება, დამოუკიდებლად დანიშნოს მინისტრები, გამოსცეს ბრძანებები, აირჩიოს მოსამართლეები და დაითხოვოს პარლამენტი. პრეზიდენტი ცვლილებების საჭიროებას გაზრდილ საფრთხეებთან ბრძოლის მიზეზით ხსნის. როგორც ის აცხადებს, იმ გამოწვევებთან, რომლებსაც თურქეთი დღეს უპირისპირდება, სუსტი მმართველობის ნაცვლად ძლიერი სისტემის ჩამოყალიბებაა აუცილებელი. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებები მისცემს მოქმედ პრეზიდენტს საშუალებას, კაბინეტში 2029 წლამდეც კი დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი