ახალი ამბები

ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

16 აპრილი, 2017 • 2659
ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იტალიელი ემა მორანო 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. მორანო იყო ბოლო ადამიანი, რომელიც 1800-იან წლებში დაიბადა და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ემა მორანო 1899 წელს დაიბადა და ვერბანიაში ცხოვრობდა. მორენო სიცოცხლის ხანგრძლივობას თავის გენებსა და სპეციალურ დიეტას უკავშირებდა. ის ყოველდღე 3 კვერცხს ჭამდა – მათ შორის ორს უმს. ასევე აღნიშნავდა, რომ სიცოცხლის გახანგრძლივებაში ის ფაქტიც დაეხმარა, რომ მარტო ყოფნა გადაწყვიტა. ქმართან მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა და შვილის გარდაცვალების შემდეგ გაშორდა. ამის შემდეგ აღარ დაქორწინებულა.

ახლა მსოფლიოს უხუცესი ადამიანი იამაიკელი ვიოლეტ ბრაუნია, რომელიც 1900 წელს დაიბადა.

ემა მორანო 2016 წლის 13 მაისს, თავის სახლში, მისივე პორტრეტთან ერთად. ფოტო: EPA/ANTONINO DI MARCO

ემა მორანო 2016 წლის 13 მაისს, თავის სახლში, მისივე პორტრეტთან ერთად. ფოტო: EPA/ANTONINO DI MARCO

მასალების გადაბეჭდვის წესი