ახალი ამბები

ებანოიძე “ქართუ ბანკის” გაკოტრებაში მონაწილეობას აღიარებს

16 იანვარი, 2013 • • 4474
ებანოიძე “ქართუ ბანკის” გაკოტრებაში მონაწილეობას აღიარებს

შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე ბრალს აღიარებს:

 

“რამდენიმე მუხლით არის წაყენებული ბრალი, მაგრამ გარკვეულწილად ვაღიარებ  ამ ბრალდებას და დანარჩენი გადაწყდება სასამართლო პროცესზე”,– განაცხადა ებანოიძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ.

 

ადვოკატ დავით ხაჟალიას განცხადებით, წარდგენილი მუხლები შემდეგში მდგომარეობს: დახმარება ქონების

ჯაბა ებანოიძე
ჯაბა ებანოიძე

გადამალვაში, მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით, დახმარება ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. 

 

ადვოკატ კახა შონიას განცხადებით, მამუკა ლაშხიაც მთლიანად ცნობს დამნაშავედ თავს წაყენებულ ბრალდებებში და ხვალ სასამართლო იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე. 

 

ბრალდებულები ე.წ. მოდულის შენობაში დღეს, 16 იანვარს, რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ, თუმცა არავინ დაუკავებიათ. 

 

შეგახსენებთ, რომ 17 დკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც შსს–ს პრესამსახურმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ შსს–მ  გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ- დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც სახელმწიფო,  პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი