ახალი ამბები

ბესელია “ნაციონალებზე”: ისინი ბარბაროსული და ველური მეთოდებით ეპყრობოდნენ ადამიანებს

16 იანვარი, 2013 • 1088
ბესელია “ნაციონალებზე”: ისინი  ბარბაროსული და ველური მეთოდებით ეპყრობოდნენ ადამიანებს

“პოლიცია დღეს როგორც მუშაობს იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ის ხელმძღვანელობს, ასეთი მეთოდები არ გამოყენებულა არასოდეს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში.  მე ძალიან კარგად მახსოვს ვანო მერაბიშვილის პოლიცია, რომელიც სკანდირებდა პრეზიდენტის სახელს, კარგად მახსოვს, 7 ნოემბერს პოლიცია როგორ არბევდა მოქალაქეებს, 6 მაისს როგორ თხრიდა პლასტიკური ტყვიებით თვალებს მომიტინგეებს, კარგად მახსოვს, აპრილის დღეებში როგორ ცემდნენ აქციის მონაწილეებს სახლში დაბრუნებულებს და კარგად მახსოვს, 26 მაისს როგორ დაარბიეს მოქალაქეები. პოლიცია გამოიყენებოდა როგორც პოლიტიკური იარაღი. აი, ასეთი პოლიციის შემდეგ დღეს, როდესაც ღარიბაშვილის მიმართ კეთდება განცხადებები, რომ თურმე მისი პოლიციელები ზეწოლას ახდენენ ადამიანებზე, ეს არის სამარცხვინო განცხადებები”.

 

 

ბესელიამ ასევე ბექა ქოჩიაშვილის დაკითხვაზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, პირადად ესაუბრა მინისტრს და საქმის კურსშია. ბესელიას მტკიცებით, გოჩიაშვილს განუმარტეს უფლებები, საპროცესო მოვალეობები, ის შესაძლო საფრთხეები, რომლებიც შეიძლებოდა მას დაკისრებოდა მის მიერ არასწორი ჩვენების, ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის, ან ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში.

 

“როგორც ჩანს, ეს უკვირთ დღეს, როდესაც პოლიცია სრულიად ახლებური მეთოდით იწყებს მართლაც მუშაობას”,– განცხადა ეკა ბესელიამ.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუშინ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პოლიციამ მაქსიმალური მობილიზება მოახდინა:

 

“მე პირადად მქონდა საუბარი სამხარეო პოლიციის უფროსთან რამდენჯერმე, ბატონ ლევან შონიასთან, რომელიც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდა ის და მისი პოლიციის მთელი შემადგენლობა იქ არსებულ ვითარებას. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ის დაძაბულობა, რომელიც იყო შექმნილი, განმუხტულიყო და უმცირესობის უფლებები ყოფილიყო დაცული. პირადად ჩემგან იყო ასეთი წინადადება და თხოვნა და მაქსიმალური მობილიზება გაკეთდა. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე აქციის მონაწილე პოლიციამ დააკავა ადმინისტრაციული წესით, რაც ასევე არ მახსოვს წინა წლებში, როდესაც პოლიციელები დანაშაულს ჩადიოდნენ, არათუ ადმინისტრაციულ გადაცდომას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი