ილია მეორე - ნათლისღება სამებაში. 19.01.2017. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

ილია II: დიდი დანაშაულია ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა

ილია მეორეს ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული ეკლესიის მსახურთა მხრიდან საეკლესიო კანონებისა და ცოდნის დამახინჯებაა. პატრიარქის თქმით, არიან ადამიანები, ვისაც ამ გზით ეკლესიაში განხეთქილება შეაქვს:

“საერთოდ, ცოდვა მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ, ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა,” – წერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ილია II სააღდგომო ეპისტოლეში.

16 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ილია მეორეს ეპისტოლეს სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი