ახალი ამბები

თბილისის სასაფლაოებისკენ 16 და 17 აპრილს ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

15 აპრილი, 2017 • 2372
თბილისის სასაფლაოებისკენ 16 და 17 აპრილს ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომასთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს:

 

  • მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებისკენ – მეტროსადგურ “დიდუბიდან”;
  • კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;
  • საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით – მეტროსადგურ “დელისიდან”;
  • თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“;
  • ველის სასაფლაოს მიმართულებით – დოდო ჭიჭინაძის ქუჩის  N25-ე კორპუსის მიმდებარედ;
  • ვარკეთილის სასაფლაოებისკენ – მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

 

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ 16-17 აპრილს, აღდგომასთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება – ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი