ახალი ამბები

სერგო თეთრაძის წამებაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

16 იანვარი, 2013 • • 4459
სერგო თეთრაძის წამებაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ: გლდანის #8 საპყრობილის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ვიქტორ ყაჭეიშვილს, ამავე ციხის თანამშრომელ ოლეგ ფაცაციას და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას. ყაჭეიშვილსა და ფაცაციას წინასწარი პატიმრობა სხვა საქმეზე უკვე შეფარდებული ჰქონდათ.

სამივე პირს ბრალად ედება წამების ორგანიზება და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება სერგო თეთრაძის

მიმართ. პირველი ბრალდება ითვალისწინებს  9–15–მდე, ხოლო მეორე – 9–დან 12 წლამდე პატიმრობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი