ახალი ამბები

“ფრიდომ ჰაუსი”: საქართველოში თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა

16 იანვარი, 2013 • • 1018
“ფრიდომ ჰაუსი”: საქართველოში თავისუფლების ხარისხი გაუმჯობესდა

“ფრიდომ ჰაუსის” განცხადებით, ევრაზიის ბევრ ქვეყანაში თავისუფლების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა. მაგალითად, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და უკრაინაში წინა წელთან შედრებით თავისუფლების ხარიხი გაუარესდა, ხოლო აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ბელარუსი კვლავ მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე რეპრესიულ სახელმწიფოებად დარჩნენ. 

“ამ უარყოფითი მონაცემების გარკვეულწილად კომპენსირება იყო მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნები საქართველოსა და სომხეთში. მიუხედავად ამისა, თუნდაც საქართველოში, სადაც ძალაუფლება ოპოზიციას პირველად გადაეცა დემოკრატიული არჩევნების გზით, 2012 წელი დასრულდა ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ცნობით. ახალი ხელისუფლების მიერ 30–მდე ყოფილი თანამდბობის პირის დაკავებამ წარმოშვა წუხილი პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნაზე”, – წერს “ფრიდომ ჰაუსი”.

“ფრიდომ ჰაუსი” წერს, რომ კონკურენტული არჩევნები და არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემა იყო საქართველოსთვის ყველაზე დიდი წინსვლა თავისუფლების კუთხით, გარდა ამისა, მედია პლურალისტურად აშუქებდა აღნიშნულ არჩევნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების ჩატარების შედეგად თავისუფლების ხარიხსი გაიზარდა დე–ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში, ასევე მთიან ყარაბაღში, რომელიც არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიიდან დაწინაურდა ნახევრად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი