ახალი ამბები

შეზღუდვები ტრანსპორტისთვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთზე

16 იანვარი, 2013 • • 974
შეზღუდვები ტრანსპორტისთვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 16 იანვრის მდგომარეობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე  მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე თავისუფალია, ხოლო გუდაური(ფოსტა)-ლარსის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტომანქანების მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. აღნიშნული რეჟიმით გადაადგილება ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

 

გზის  დანარჩენ  მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი