ახალი ამბები

დაკავებულია აჭარის კუდ–ის ყოფილი უფროსი

16 იანვარი, 2013 • • 2217
დაკავებულია აჭარის კუდ–ის ყოფილი უფროსი

თემურ პატარიძის წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სამართალდამცავ უწყებებს საჩივრით მიმართა ბიზნესმენმა მალხაზ რომანიძემ. ის თავის საჩივარში მიუთითებს, რომ მისი კუთვნილი “ჰამერი” – H-3, სახელმწიფო ნომრით HAM555, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებმა წაართვეს, მათ შორის ბიზნესმენი აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს თემურ პატარიძეს ასახელებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა მისი დაკავება ამ კონკრეტულ ფაქტს. 

 

2012 წლის სექტემბერში ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გავიდა 10-წუთიანი ვიდეომასალა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ვატო ყიფიანის მკვლელობას აჭარის კუდის უფროსი თეიმურაზ პატარიძე, მისი ძმის, ოთარ პატარიძის შუამავლობით, რუსეთში ჩეჩნებს უკვეთავს 100 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ.

 

„ამ ზაფხულში რომ ვიყავი ბათუმში ჩასული, ძმამ მითხრა, სერიოზული საქმე მაქვსო, ვატო ყიფიანი რომ არისო და ჩეჩნები ხომ გყავსო, გავიგოთ, თუ მოაწერენ ხელს ჩეჩნები, რომ დაბრიდონო. მე წამოვედი მოსკოვში, ვნახე ჩეჩნები. სკაიპით გადმოვაგაზვნინე სურათი. საქმე გაიწელა, ჩეჩნებმა ფული აიღეს, 100 ათასი, მომატყუეს, ვატო მოკლესო,“ – ამბობს ოთარ პატარიძე ვიდეომასალაში.

 

მოგვიანებით შსს–მ განაცხადა, რომ ეს იყო ქართველი კრიმინალების და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაცია და მწუხარება გამოთქვა, რომ “მაესტრო” ამას ქართული სამართალდამცავი უწყების დისკრეიტაციისთვის იყენებდა. 

თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში
თემურ პატარიძე ბათუმში, საკუთარი სახლის ეზოში

მასალების გადაბეჭდვის წესი