ახალი ამბები

ბედუკაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყდა

15 იანვარი, 2013 • 1052
ბედუკაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყდა

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. 

 

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, პროკურატურამ ინტერპოლის ცირკულარით ძებნის შეწყვეტა ბედუკაძეზე დღეს, 15 იანვარს მოითხოვა. გადაწყვეტილების მიზეზად კი პროკურატურა ბედუკაძის გამოძიებასთან თანამშრომლობას ასახელებს. 

 

“იმედი გვაქვს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდება და გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს”- აცხადებს ხათუნა პაიჭაძე, პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი. 

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის სექტემბერში, პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში, პროკურატურამ ვლადიმერ ბედუკაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი