ახალი ამბები

სააღდგომოდ საქალაქთაშორისო სამარშრუტოების მგზავრებს მეტ საფასურს ახდევინებენ

14 აპრილი, 2017 • 4367
სააღდგომოდ საქალაქთაშორისო სამარშრუტოების მგზავრებს მეტ საფასურს ახდევინებენ

დღეს თბილისიდან ქუთაისში მიკროავტობუსით მიმავალ მგზავრებს 10-ის ნაცვლად 12 ლარი გადაახდევინეს სადგურ ოკრიბაში, რამაც მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია. ავტოსადგურები გაძვირების ფაქტს ოფიციალურად უარყოფენ, თუმცა მგზავრებს გაზრდილი ტარიფით უწევთ მგზავრობა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სააღდგომოდ მიკროავტობუსების მგზავრობის ღირებულება იზრდება.

ნავთლუღისა და ორთაჭალის ავტოსადგურებში ასევე აცხადებენ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მგზავრობის ფასები არ შეცვლილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი