ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პატრიარქი კირილი ბიბილოვს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

14 აპრილი, 2017 • 25153
პატრიარქი კირილი ბიბილოვს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

რუსეთის პატრიარქი კირილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს, ანატოლი ბიბილოვს ულოცავს. ინფორმაციას რუსული სააგენტო სპუტნიკი ავრცელებს.

“გულითადად გილოცავთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. თქვენი წინა საქმიანობის დროს აღიარება მოიპოვეთ ხალხის, რომელმაც ირწმუნა თქვენი და ქვეყნის მართვა განდოთ. სამხრეთ ოსეთის ხალხი თქვენ გიკავშირებთ მშვიდობიანი ცხოვრების, სოციალური და ეკონომიკურ განვითარების, კულტურული და ეროვნული ტრადიციების დაცვის იმედს. გისურვებთ კეთილგონიერებას, ღვთის წყალობას და ბევრ წარმატებას საპრეზიდენტო პოსტზე, სამხრეთ ოსეთის ხალხს –  მშვიდობას და კეთილდღეობას”.

პატრიარქმა კირილმა, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ბიბილოვი ყურადღებით მოეკიდება საკუთარი მოქალაქეების სულიერ საჭიროებებს.

ანატოლი ბიბილოვმა 2017 წლის 9 აპრილის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ბიბილოვის მთავარი ამოცანა პრეზიდენტად ყოფნის დროს, როგორც თავად ამბობს, სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი