ახალი ამბები

ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

14 აპრილი, 2017 • 3113
ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

“პირველი არხის” ცნობით, ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ჟანეტა არჩვაძე “პირველ არხზე” მისი დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვა გადაცემები, მათ შორის საბავშვო და შემეცნებითი გადაცემები. 

2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი