ახალი ამბები

სააღდგომოდ საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

14 აპრილი, 2017 • 2892
სააღდგომოდ საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ

აღდგომის დღესასწაულთზე, 16 აპრილს, საქართველოში არამდგრად ამინდს პროიგნოზირებენ, თუმცა ორშაბათს გამოიდარებს – ამის შესახებ ნეტგაზეთთან საუბრისას  გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა.

“დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმს და საღამოს საათებში გამორიცხული არ არის, რომ აღამოსავლეთ საქართველოშიც იწვიმოს. ხვალ წვიმას ზოგიერთ რაიონში ველოდებით. ტემპერატურა ვერ მოიმატებს. თუ გუშინ იყო იყო 17-19 გრადუსი აღმოსავლეთ საქართელოში, 1-2 გრადუსით ნაკლები უნდა ვიგულისხმოთ მომდევნო დღეებში. ორშაბათს იქნება ყველაზე კარგი ამინდი. შაბათ-კვირა არის შედარებით არამდგრადი, მცირე წვიმა და ტემპერატურა 15-16 გრადუსი აღმოსავლეთ საქართველოში,”-  გვეუბნება დოდო გვაზავა.

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ცნობით, თბილიში კვირას, აღდგომას იწვიმებს, ტემპერატურა კი 16 გრადუსს მიაღწევს. ორშაბათს კი გამოიდარებს და 22 გრადუსამდე დათბება. ბათუმში შაბათს იწვიმებს, კვირას კი ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი იქნება.  ქუთაისში შაბათს, 15 აპრილს ნაწილობრივ მოღრუბლული ამინდი იქნება, კვირას კი ტემპერატურა 24 გრადუსამდე მოიმატებს, ორშაბათს – 26 გრადუსამდე. ზუგდიდში – შაბათს, კვირას და ორშაბათს ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება მესტიაში, თუმცა, პროგნოზის თანახმად, არ იწვიმებს. გორშიც ცვალებადი მოღრუბლულობა არის ნავარაუდევი აღდგომის დღეებში. შაბათს და კვირას წვიმა იქნება თელავშიც, გამოდარება კი ორშაბათს არის ნავარაუდევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი