ახალი ამბები

“ბომბების დედამ” ISIS-ის 36 მებრძოლი მოკლა და მათი ბაზა გაანადგურა

14 აპრილი, 2017 • 3318
“ბომბების დედამ” ISIS-ის 36 მებრძოლი მოკლა და მათი ბაზა გაანადგურა

ბომბების დედის” (GBU 43)  დარტყმამ “ისლამური სახელმწიფოს” 36 მებრძოლი მოკლა და მათ ბაზა გაანადგურა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

“ბომბების დედას” ეძახიან აშშ-ის ყველაზე ძლიერ არაატომურ ბომბს. ბომბი 9 800 კილოგრამს იწონის.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, ბომბის აფეთქების შედეგად სამოქალაქო პირები არ დაშავებულან.

ავღანეთის მხარემ ასევე განაცხადა, რომ ბომბის ჩამოგდება მთავრობასთან კოორდინაციით განხორციელდა და “ძალიან იზრუნეს იმის თაობაზე, რომ თავიდან აეცილებინათ სამოქალაქო პირებისთვის ზიანის მიყენება”.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, ბომბი ჩამოაგდეს მომანდის ხეობაში, სადაც განლაგებულია გვირაბების ქსელი, რომელსაც ISIS-ის მებრძოლები იყენებდნენ. მათი ინფორმაციითვე, ბომბმა გაანადგურა იარაღიც.

GBU-43. ფოტო: EPA/Department of Defense / HANDOUT HANDOUT EDITORIAL USE ONLY/NO SALES

მასალების გადაბეჭდვის წესი