ბესლანის სკოლაში დაღუპულთა მემორიალი ფოტო: EPA/SERGEI CHIRIKOV

ევროსასამართლო: რუსეთმა ბესლანის ტერაქტის დროს მოქალაქეები ვერ დაიცვა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო დაეცვა მოქალაქეები ბესლანის ტერაქტირს დროს, რომელსაც 330 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა გამოიყენა არათანაბარი ძალა.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ტერაქტი გარდაუვალი არ ყოფილა. რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, თუმცა სახელმწიფომ შესაბამისად არ იმოქმედა. კომპენსაციის სახით რუსეთს 2.9 მლნ. ევროს გადახდა დაეკისრა. რუსული მხარე კი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად მიუღებელია და მას გაასაჩივრებენ.

ბესლანის ტერაქტისათვის პასუხისმგებლობა არც ერთ რუს მაღალჩინოსანს არ დაკისრებია.

2004 წელს, ბესლანის ერთ-ერთ სკოლაში ტერაქტის დროს 186 ბავშვი დაიღუპა. ტერორისტებს სკოლის შენობაში 1000-ზე მეტი ადამიანი მძევლად ჰყავდათ აყვანილი 3 დღის განმავლობაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი