ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

სააგენტო: ვარძიაში ხანძრისგან დაზიანებული მხატვრობის 2% ვერ აღდგა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ახლა კულტურული ძეგლის კონსერვაციისათვის ემზადებიან. შსს-ში კი ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა ანთიძის თქმით, ვარძიის ფრესკების გასუფთავება დასრულებულია და მას კონსერვაციის შემდეგ იმაზე უკეთეს მდგომარეობამდე მიიყვანენ, ვიდრე ხანძრამდე იყო. მისი ინფორმაციით, ვერ მოხერხდა მხატვრობის 2%-ის აღდგენა.

“ჩვენ ფრესკებიდან მოვაშორეთ ჭვარტლი. შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ნაწილი არის გასუფთავებული. ამ ეტაპზე სამუშაოები არ მიმდინარეობს. ეს საჭიროა, რომ ჰაერი დაიწმიდოს შიგნით და შემდეგ უკვე ვიწყებთ კონსერვაციას. კონსერვაციის შემდეგ მივიყვანთ ფრესკებს იმაზე კარგ მდგომარეობამდე, ვიდრე ხანძრამდე იყო. მხოლოდ რამდენიმე წერტილს არ შევეხეთ, რადგან არსებობდა საშიშროება, რომ ჭვარტლთან ერთად ფრესკიდან ფერიც აჰყვებოდა გაწმენდისას. ასეთი არის მხოლოდ 2% მთელი მხატვრობის. რეალურად, შეიძლება ხანძარი არ მომხდარიყო და ეს 2% დროთა განმავლობაში თავადაც შელახულიყო. რა თქმა უნდა, ხანძარს ჰქონდა ნეგატიური გავლენა, მაგრამ საბედნიეროდ დაექვემდებარა გაწმენდით სამუშაოებს ეს ზიანი. ახლა ხარაჩოები უკვე აგებულია, ვემზადებით კონსერვაციისთვის,” – ამბობს ანთიძე.

ანთიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად ვარძიაში აღმოჩენილი ახალი უბნების შესწავლა მიმდინარეობს. ასევე გამაგრდება კლდის ნაწილი და დაემატება ახალი ტურისტული ბილიკები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას აგრძელებს. ფაქტზე საქმეს სსკ-ის 188-3, სხვისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუხლით იძიებენ, რაც ისჯება ჯარიმით ან ორი წლით გამასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების შეზღუდვით ორიდან სამ წლამდე.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი 2016 წლის 1 ნოემბერს სასანთლე მაგიდის აალების შემდეგ გაჩნდა, რის შედეგადაც ტაძრის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა.

ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ფრესკები გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ. ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი