ახალი ამბები

კანის ფესტივალის მთავარი პროგრამა და მერაბ ნინიძის შანსი

13 აპრილი, 2017 • 2762
კანის ფესტივალის მთავარი პროგრამა და მერაბ ნინიძის შანსი

დღეს, 13 აპრილს, კანის 70-ე კინოფესტივალის პროგრამა გახდა ცნობილი. ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად 18 ფილმი იბრძოლებს. კანის 70-ე კინოფესტივალის ჟიურის ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი უხელძღვანელებს.  ფესტივალი 2017 წლის 17-28 მაისს გაიმართება.

მთავარ კონკურსში მოხვედრილ ფილმებს შორისაა კორნელი მუნდრუციოს ფილმი “იუპიტერის მთვარე”, სადაც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თამაშობს. კანის კინოფესტივალის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნინიძეს აქვს შანსი, მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ოქროს პალმის რტო მოიპოვოს. ამ ჯილდოს ფესტივალის ჟიური იმ მსახიობს გადასცემს, რომელიც მთავარ პროგრამაში ჩართულ ფილმში მონაწილეობს:

[red_box]მთავარი პროგრამა[/red_box]

“120 Beats per Minute” – რეჟისორი რობინ კამპილო

“The Beguiled” – რეჟისორი სოფია კოპოლა

“The Day After”- რეჟისორი ჰონგ სანგსო 

“A Gentle Creature” – რეჟისორი სერგეი ლოჟნიცა 

“Good Time” –  რეჟისორები ბენი და ჯოშ საფდი 

“Happy End”- რეჟისორი მიხაელ ჰანეკე 

“In the Fade” – რეჟისორი ფატიჰ აკინი

“Jupiter’s Moon”- რეჟისორი კორნელ მუნდრუცო 

“The Killing of a Sacred Deer”- რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი 

“L’amant double” – რეჟისორი ფრანსუა ოზონი 

“Le redoubtable” – რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი 

“Loveless” – რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი 

“The Meyerowitz Stories” – რეჟისორი ნოა ბაუმბახი 

“Okja”- რეჟისორი ბონგ ჯონ ჰო 

“Radiance”- რეჟისორი ნაომი კავასე 

“Rodin” – რეჟისორი ჟაკ დოილონი

“Wonderstruck” – რეჟისორი ტოდ ჰეინესი 

“You Were Never Really Here”- რეჟისორი ლინ რამსეი  

მასალების გადაბეჭდვის წესი