აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოკლული ჟურნალისტის ცოლისთვის 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს

დღეს, 2017 წლის 13 აპრილს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2005 წლის 2 მარტს აზერბაიჯანში მოკლული ჟურნალისტის, ელმარ ჰუსეინოვის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ ჩაატარა და ჟურნალისტის მკვლელები სათანადოდ არ დასაჯა.

შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დააკისრა მოკლული ჟურნალისტის ცოლისთვის 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა. ასევე, 10 ათასი ევრო, სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად.

თავისი კრიტიკული სტატიებით ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ჟურნალ “მონიტორის” რედაქტორი ელმარ ჰუსეინოვი, რომელიც არაერთხელ გამხდარა აზერბაიჯანის  ხელისუფლების დევნის ობიექტი, 2005 წელს საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.

Screen Shot 2017-04-13 at 3.44.56 PM

ელმარ ჰუსეინოვი; ფოტო: musavat. com

ელმარ ჰუსეინოვი; ფოტო: musavat. com

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი