ახალი ამბები

ოპოზიციამ შესაძლოა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადოს

13 აპრილი, 2017 • 2581
ოპოზიციამ შესაძლოა საკონსტიტუციო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადოს

ევროპული საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია საკონსტიტუციო კომისიას უახლოეს მომავალში პროტესტის ნიშნად დატოვებენ, თუ მათ ხედვებს პრეზიდენტისა და პარლამენტის ფუნქციებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” არ გაითვალისწინებს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ კომისიის ჯგუფმა პარლამენტის ფუნქციისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხზე გუშინწინ იმუშავა, მაგრამ მხოლოდ სამ მუხლთან დაკავშირებით შეძლეს კონსულტაციების ჩატარება:

“შესაბამისად, კომისია ძალიან ნელი ტემპით მიდის იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე საკვანძო საკითხები ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების. ამიტომ, რამდენად შეძლებს თვითონ კომისიის ჯგუფი, რომ სრულად დაასრულოს თუნდაც დღეს ან მიმდინარე კვირაში მუშობა, ჩემთვის საეჭვოა. პარლამენტის თავმჯდომარისგან პასუხია მიღებული, რომ 2023 წელს უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები, ხოლო პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს უნდა გადავიდეს ქვეყანა.”

მისი თქმით, მთავარი კითხვა ისმება იმის თაობაზე, თუ რა იქნება მას შემდეგ, რაც ცვლილებები კომისიიდან პარლამენტში გადავა.

“რამდენადაც მე გავიგე, არ არის გამორიცხული, რომ უკვე პარლამენტში მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. ანუ, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებამ გადაიწიოს 2024 წლისთვს და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევამ გადმოიწიოს 2023-დან 2018 წელს – გაკეთდეს ის, რაც სინამდვლეში არის “ქართული ოცნების” ინტერესი; საპარლამენრო არჩევნებში არსებული მახინჯი სისტემით შეინარჩუნოს ხელისუფება, ხოლო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის უფლება ხალხს წაართვას 2018 წელსვე,” – ამბობს ჭიაბერაშვილი.

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, მაქსიმალურად ცდილობენ, კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს მათ თვალსაზრისებს ამა თუ იმ მუხლთან დაკავშირებით. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ დაინახავენ, რომ მათ აზრს “ქართული ოცნება” არაფრად აგდებს, დადგება ბოიკოტის საკითხი.

“ჩვენ ისიც არ ვიცით ჯერ, რომ საბოლოოდ რა ვადებს ითვალისწინებენ; ერთი მხრივ, ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის პირებმა გამოაცხადეს, რომ პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლისთვის ჩატარდება საყოველთაო წესით და ცვლილება შეეხება 2023 წლის არჩევნებს. თუმცა გუშინ და გუშინწინ ჩვენს შეკითხვებე უკვე ცურავდნენ უმრავლესობის წარმომადფენლები და ამასაც მყარად ვერ ამბობენ. ეტყობა, მათზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული პოზიციების ჩამოყალიბება და ეს სხვაგანაც წყდება,” – ამბობს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, შალვა შავგულიძე.

“ლეიბორისტული პარტია” ლიდერი, გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ, პრეზიდენტის ირიბი არჩევის წესის მიღებით, პარლამენტის შენობის ყარაულს უფრო მეტი უფლობამოსილებები ექნება, ვიდრე პრეზიდენტს:

“არამხოლოდ იმის გამო, რომ მას არაპირდაპირი წესით არ აირჩევენ, არამედ იმდენად ჩამოერთმევა უფლებებამოსილებები და პირდაპირ განაცხადეს, რომ ის იქნება მთავარსარდალი, ოღონდ უჯარო და მას არანაირი ფუნქცია ექნება. ის იქნება სახელმწიფოს ბუტაფორიული მეთაური, შეასრულებს დროშის ან ტარის როლს, დაახლოებით. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციიდან ქრება ისეთი მთავარი ინსტიტუცია, როგორიც არის პრეზიდენტი. მას ექნება წმნინდა სიმბოლური დატვირთვა. თუ ეს გაიტანეს ბოლომდე, ალბათ, ვიღაცას საპენსიოდ დასვამენ და დაუნიშნავენ პენსიას. პრეზიდენტს რეალური ფუნქცია არ ექნება; იჯდება ერთ გამოკეტილ ნახევრად ბნელ ოთქხში, დაუნიშნავენ ერთ მდივანს და თითის დატკაცუნებაზე შეასრულებინებენ ყველა დავალებას.”

გუგავას თმით, უმრავლესობა, ასევე, აწესებს პარლამენტის არჩევის ისეთ წესს, სადაც შესაძლებელი იქნება საკმაოდ სოლიდური მანდატების მოპარვა, რაც მუდმივად უზრუნველყოფს მმართველი პარტიის გამარჯვებას.

“რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ კონსტიტუციას ისინი წერენ  ივანიშვილისათვის და არა საქართველოსათვის,” – ამბობს გიორგი გუგავა.

მისი თქმით, ბოიკოტს მას შემდეგ გამოუცხადებენ საკონსტიტუციო კომისიას, როცა სხვა გზა აღარ დარჩება ოპოზიციას და პროტესტის ეს ფორმა იქნება ყველაზე ეფექტური.

საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის შემოთავაზებული ცვლილება არსებულს სჯობს, თუმცა ვერ აკმაყოფილებს საპარლამენტო სისტემისთვის დამახასიათებელ იმ სპეციფიკას, რომელიც არსებობს საპარლამენტო რესპუბლიკების უმრავლესობაში. მისი თმით, ამ ნაწილში ოპოზიციის კრიტიკა გასაზიარებელია.

“ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არის გონივრული და სწორი გადაწყვეტილება, თუმცა შემოთავაზებული ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გასაკრიტიკებელია იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს გუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის გადაცემას, ისევე, როგორც მე ვთვლი, რომ ბარიერის 5% საკმაოდ მაღალია. ეს საპარლამენტო სისტემაში განუზომლად დიდ ძალაუფლებას მისცემს მმართცელ გუნდს,” – ამბობს მენაბდე.

ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი. ფოტო: ნეტგაზეთი

ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი. ფოტო: ნეტგაზეთი

როგორც კონსტიტუციონალისტი განმარტავს, ეს საჭიროა იმისთვის, რომ პარლამენტი ხალხის ნების გათვალისწინებით გახდეს უფრო პრულარისტული და მხოლოდ ერთ ჯგუფს არ მიეცეს ქვეყნის მართვის შესაძლებლობა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ დღეს განიხილება მხოლოდ პარლამენტის პროპორციული წესით არჩევა. მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისია ძალიან წარმატებით მუშაობს, ხოლო თუ ოპოზიცია ბოიკოტს გამოაცხადებს, ეს იქნება დესტრუქციული ნაბიჯი.

კითხვაზე, თუ უმრავლესობა მზად არის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი დატოვოს უახლოესი არჩევნებისთვის, რატომ არ შეიძლება გაიზიარონ ოპოზიციის რჩევები საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებითაც, კახიანი პასუხობს:

“უმრავლესობაში არიან წევრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შერეული საარჩევნო სისტემა უფრო მისაღებია, მაგრამ, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობის უმრავლესობა ფიქრობს პროპორციულ წესზე გადასვლას; საკონსტიტუციო კომისიასაც ასეთი პოზიცია უჭირავს. შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებულ პროექტში, ძალიან დიდი ალბათობით, მხარდაჭერილი იქნება პროპორციული საარჩევნო სისტემა. იმედი მაქვს, პარლამენტიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენი განწყობა არის ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.”

კახიანის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ არ ხდება ოპოზიციის შეფასებების გათვალისწინება, არის უსაფუძვლო. როგორც უმრავლესობის წევრი ამბობს, საპარლამენტო საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომლის მიხედვითაც შერეული მოდელი იცვლება პროპორციულით, არის ძალიან დიდი მიღწევა და კომპრომისის შედეგი.

საკონსტუტუციო კომისია პროტესტის ნიშნად 10 აპრილს მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისათვის” თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ  დატოვა. მისი თქმით, ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანი სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუციების შთანთქმის ხარჯზე არაფორმალიური მმართველობის დაკანონებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი