ახალი ამბებიტექნოლოგიები

ჯეოსელი: საერთაშორისო შემომავალ ზარებზე მომსახურება გაუმჯობესდება

13 აპრილი, 2017 • 8262
ჯეოსელი: საერთაშორისო შემომავალ ზარებზე მომსახურება გაუმჯობესდება

მობილური კომპანია “ჯეოსელი” საერთაშორისო ზარების ტრანზიტორი ოპერატორების განცხადებას პასუხობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ოპერატორებთან წარმოქმნილი უთანხმოება მომხმარებელს არ დააზარალებს და პირიქით, მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება:

“ა.წ. 12 აპრილს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა საერთაშორისო შემომავალი ზარების გარეშე დარჩეს, არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნული საკითხი ნეგატიურად არ აისახება მომხმარებელზე, პირიქით, მომხმარებელი მიიღებს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურებას საერთაშორისო შემომავალ ზარებზე.

რაც შეეხება აღნიშნული თემის მართებულობას, უახლოეს მომავალში, ჯეოსელი, ისევე როგორც დანარჩენი მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიები, საკითხს სამართლებრივ ჭრილში მარეგულირებელ კომისიაში და სასამართლოში განიხილავენ.” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

საკითხს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს განიხილავს. საერთაშორისო ზარების შემომტანი ტრანზიტული ოპერატორები კი აცხადებენ, რომ ადგილობრივი ქსელები, ბაზრის რეგულირების მიზნით, არღვევენ კომუნიკაციების კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიებისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი