ახალი ამბები

უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად ჯეჯელავა დუბაიში გამართულ ფორუმში მონაწილეობს

13 აპრილი, 2017 • 2040
უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად ჯეჯელავა დუბაიში გამართულ ფორუმში მონაწილეობს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ცნობით, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დუბაიში იმყოფება, სადაც საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. ჯეჯელავა დუბაიში პროგრამას “ისწავლე საქართველოში” წარადგინს, რომელიც საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას გულისხმობს.

“დღეს, 13 აპრილს, პირველად დუბაიში პირველადაა განათლების სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი განათლების საერთაშორისო ფორუმის მონაწილე და მინისტრი გახლავთ იქ და წარადგენს ჩვენს პროგრამას, რომელსაც ჰქვია “ისწავლე საქართველოში”. ეს არის ახალი მიმართულება, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, ვინაიდან საქართველოს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი რეგიონში არსებული ქვეყნებისთვის, რომ მოიზიდოს საერთაშორისო სტუდენტები. დუბაიში დღეს წარდგება საქართველო თავისი შესაძლებლობებით და ამ სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუტები მოუსმენენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, რომელსაც საქართველო შესთავაზებს რეგიონის მომავალ პერსპექტიულ სტუდენტებს”,- განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი