ახალი ამბები

ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა

12 აპრილი, 2017 • 2063
ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა

საქართველოში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე შიდა კვოტები დაწესდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კვოტები განისაზღვრა 6 ნივთიერებაზე, კერძოდ: გაბაპენტინზე, ბაკლოფენზე, ზოპიკლონზე, ზალეპლონზე, ტროპიკამიდსა და დექსტრომეტორფანზე.

შესაბამის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი დღეს მოაწერეს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და შინაგან საქმეთა  მინისტრებმა.

“კვოტების დადგენის მთავარი მიზანია ფსიქოტროპულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით შემოტანის რაოდენობის განსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ხელს  შეუწყობს მსგავსი სახის მედიკამენტების არასაჭიროებისამებრ მოხმარების შეზღუდვას“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე შიდა კვოტების განსაზღვრის გადაწყვეტილება სპეციალურ საბჭოზე მიიღეს, რომლის  თავმჯდომარეა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, თანათავმჯდომარე კი- შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილისაბჭოს შემადგენლობაში პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე  და ორი უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ერთობლივ სათათბირო ორგანოს აქვს ნებისმიერ დროს შეკრების  უფლებამოსილება და  დეფიციტის შემთხვევაში, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი