ახალი ამბები

კობახიძე აზუსტებს: სტრასბურგის გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური, მაგრამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული

12 აპრილი, 2017 • 5356
კობახიძე აზუსტებს: სტრასბურგის გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური, მაგრამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გუშინდელ განცხადებას სტრასბურგის სასამართლოს შესახებ ამჯერად ჟურნალისტებთან საუბარში აზუსტებს:

“იყო კონკრეტული ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი, ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, სხვა სუბიექტები ცდილობდნენ პოლიტიკური გავლენის მოხდენას სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე. პირადი მეილები გააგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და, ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა. ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური; ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა და ეს პოლიტიკური გავლენა ჩვენ ვიხილეთ,” – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე – საგარეო საქმეთა მინისტრიც ხომ ჩართული იყო ამ პროცესში? – კობახიძემ უპასუხა:  ” საგარეო საქმეთა მინისტრს წერილი არ მიუწერია სტრასბურგის სასამართლოსთვის”. კითხვაზე – ხომ ჩავიდა სტრასბურგში მიხეილ ჯანელიძე? – კობახიძემ უპასუხა: “ჩავიდა სტრასბურგში და არა სტრასბურგის სასამართლოში – ეს სხვა თემაა. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო აბსოლუტურად ღია მცდელობა სტრასბურგზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის პრეზიდენტის მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ამაზე იყო საუბარი”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იმყოფებოდა იმ დროს, როცა რუსთავი 2-ის საქმეზე უნდა მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება.

გუშინ კობახიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის საკითხზე სტრასბურგის სასამართლომ მოექცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი