ახალი ამბები

ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს

12 აპრილი, 2017 • 4392
ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს

გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ე.წ. ჭიაკოკონობაზე საბურავები და პლასტიკური მასალები არ დაწვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქმედება 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

“საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. ჭიაკოკონობა იმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ.  შედეგად,  გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს მოსახლეობას – არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს  გაატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი