ახალი ამბები

დორტმუნდი-მონაკოს საფეხბურთო მატჩი გადაიდო

11 აპრილი, 2017 • 2370
დორტმუნდი-მონაკოს საფეხბურთო მატჩი გადაიდო

უეფას გადაწყვეტილებით, დორტმუნდი-მონაკოს საფეხბურთო მატჩი გადაიდო. თამაში სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

“გარდიანის” ცნობით, დორტმუნდის საფეხბურთო გუნდის სტადიონისკენ მიმავალ გზაზე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი მოთამაშე, მარკ ბატრა დაზიანდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ხელი მსუბუქად აქვს დაზიანებული.ჯერჯერობით უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზი, თუმცა შემთხვევის ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელები მუშაობენ.

სტადიონზე შეკრებული მონაკოს გულშემატკივრები სტუმარი გუნდისადმი სოლიდარობის ნიშნად “დორტმუნდს” სკანდირებენ.  Die Welt-ის ცნობით, “დორტმუნდელების” ავტობუსი არა ერთი, არამედ სამი აფეთქების შედეგად დაზიანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი