ნარმანია ოპოზიციას: პოლიტიკური სიცრუე და მამაძაღლობა არ გამოგივათ (ვიდეო)

“პოლიტიკური სიცრუე და მამაძაღლობა არ გამოგივათ” – ამ სიტყვებით თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა.

დღეს, 11 აპრილს დავით ნარმანია  დედაქალაქის საკრებულოში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა. შემაჯამებელი  გამოსვლისას ის სიტყვიერად დაუპირისპირდა საკრებულოს ოპოზიციას.

“როცა განცხადებებს ვაკეთებთ, უნდა დავრწმუნეთ ინფორმაციის სისწორეში.  ზოგიერთი ოპონენტი ყოჩაღად იდგა კამერასთან და ამბობდნენ, რომ თურმე ჩემი ძმა არის ჩართული კორუფციაში და მერე სხვა პირი აღმოჩნდა. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამ ქალაქს ცრუპენტელა და მატყუარა ხალხი არ უყვარს.   “ნაციონალები”, რომლებიც ევრონაციონალები გახდნენ, ასე, თვალებში ნაცრის შეყრით, ვერავის მოატყუებენ,” – განაცხადა ნარმანიამ, რასაც მასსა და დეპუტატეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დავით ნარმანიას თქმით, ოპოზიციას სიცრუე და მამაძაღლობა არ გამოუვა:

“პოლიტიკური სიცრუე და მამაძაღლობა არ გამოგივათ,” – განაცხადა ნარმანიამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.