ანონსი – 12 აპრილი

გთავაზობთ 12 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

11:00 საათზე “საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ მართავს კონფერენციას – ცვლილებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის. კონფერენციაზე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა წარმოადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პლატფორმის ავტორობით მომზადდა.  ადგილი: სასტურო – ჰოლიდეი ინნ.

11:00 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულებს გამოავლენს.  ადგილი: სასტუმრო თბილისი რუმსი

13:00 საათზე მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი. მისამართი: თიბისი ბანკის სათაო ოფისი, მეოთხე სართული/მარჯანიშვილის ქ. #7

14:00 საათზე, ქ. რუსთავის N7 საჯარო სკოლაში კალათბურთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი გაიმართება. მისამართი: ქ. რუსთავი, ვახტანგ გზირიშვილის ქუჩა, N7 საჯარო სკოლა (კინოთეატრ „რუსთაველიდან“ მარჯვნივ შესახვევი).

14:00-ზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქველმოქმედო ფონდის „ანი ბავშვებისთვის“ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრება. მის: ეროვნულ სასწავლო ცენტრი. (აღმაშენებლის მე-12 კმ) საკონტაქტო პირი -სალომე გოგინაშვილი 558 24 07 70.

15:00 საათზე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე  რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება.  თემა: 2016 წლის მუშაობის შეჯამება და სამომავლოდ განსახორციელებელი  სამუშაოები.  მისამართი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.  ალექსანდრე ყაზბეგის 12.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.